ახალი ამბები

შიომღვიმეში არა, სავარაუდოდ, თბილისში წავალ – მიტროპოლიტი პეტრე

2 ნოემბერი, 2019 • 2701
შიომღვიმეში არა, სავარაუდოდ, თბილისში წავალ – მიტროპოლიტი პეტრე

მიტროპოლიტ პეტრეს ინფორმაციით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ მას შეუთვალა, რომ უმჯობესია ჭყონდიდის ეპარქია დატოვოს. უფლებამოისლება შეჩერებული მღვდელმთავრის თქმით, ის არ აპირებს შიომღვიმის მონასტერში წასვლას და სავარაუდოდ, თბილისში გაემგზავრება.

“მე სადაც ვიქნები, იქ ვიცხოვრებ ჩემი როგორც ბერის პირადი კანონებით, ღვთისთვის სათნოდ”, – აცხადებს სასულიერო პირი.

“დამიკავშირდა ქორეპისკოპოსი, მიტროპოლიტი თეოდორე და გადმომცა კთალიკოს-პატრიარქის დანაბარები, აზრი: მე ვფიქრობ უმჯობესეია წამოვიდეს ეპარქიიდან და იყოს სხვაგანო”, – ამბობს მიტროპოლიტი.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, ილია მეორის ბრძანებით მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, რომელიც სინოდის გადაწყვეტილებით წმინდა სინოდის წევრობისა და ჭყონდიდის ეპარქიიდან გათავისუფლდა, შიომღვიმის მონასტერში განმწესდა. თავად მიტროპოლიტი სხვა მონასტერში, ჭყონდიდის ეპარქიაში არსებულ წმინდა ამბხროსი ხელაიას სახელობის მონასტერში ითხოვს გამწესებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი