“ჩვენთვის ამ ნაბიჯს დიდი მნიშვნელობა აქვს. ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ის ურთიერთობები, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყნებს შორის ყალიბდება, მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. ძალიან მოხარულები ვართ, რომ გამოძებნეთ დრო აფხაზეთში ჩამოსასვლელად”, – განუცხადა ხაჯიმბამ სტუმრებს.
სპუტნიკის ინფორმაციით, მხარეებმა რამდენიმე დოკუმენტის ხელმოწერის საკითხები განიხილეს – მათ შორის უვიზო მიმოსვლისა და საგარეო პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.
“დიდი ინტერესით განვიხილავთ საგარეო პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებს და ველოდებით აფხაზეთში ნაურუს საპატიო ელჩის დანიშნვას – ადამიანის, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაფართოებაში წვლილს შეიტანს. ეს იქნება პირველი ნაბიჯი აფხაზეთში ნაურუს უფრო ფართო წარმომადგენლობის”, – განაცხადა ნაურის ვიცე-პრეზიდენტმა.
ნაურუ ერთ-ერთია იმ რამდენიმე ქვეყნიდან, ვინც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
![]() |
| |||






