„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 260-ე მუხლის დღეს არსებული ჩანაწერით ზემოხსენებული ყველა ქმედება ერთადაა თავოყრილი და 11 წლამდე პატიმრობით ისჯება.
“ნარკოტიკების გასაღებასა და წარმოება-შეძენა-შენახვაზე სხვადასხვა სანქცია გავრცელდება. წარმოება, დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვისათვის იქნება გათვალისწინებული 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გასაღებისათვის – 6-დან 11 წლამდე. აღნიშნული კანონპროექტი მთავრობამ უკვე მოიწონა. აღნიშნული კანონპროექტის განხილვას პარლამენტი მიმდინარე კვირას შეუდგება”, – უთხრეს ნეტგაზეთს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურში.





