ახალი ამბები

მინისტრის თქმით, ნიგოზაში ქარის ელექტროსადგურს ინვესტორი ააშენებს

1 ნოემბერი, 2019 • 982
მინისტრის თქმით, ნიგოზაში ქარის ელექტროსადგურს ინვესტორი ააშენებს

მთავრობამ ნიგოზას ქარის ელექტროსადგურის პროექტი დაამტკიცა. ეკონომიკის მინისტრის თქმით, 50-მეგავატიანი ელექტოსადგურის წლიური გამომუშავება დაახლოებით 200 მლნ კვტ.სთ იქნება.

ახალი ელექტოსადგურის მშენებლობა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზას მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება. ნათია თურნავას მტკიცებით, პროექტი აუცილებლად განხორციელდება, რადგან უკვე არსებობს ამ პროექტით დაინტერესებული თურქული კომპანია “ჩალიკი”.

“მთავრობა დაინტერესებულია, რომ ქვეყანაში განახლებადი ენერგია მხოლოდ ჰიდროთი არ იყოს წარმოდგენილი, არამედ ქარით და მზითაც. ამბიცია გვაქვს, რომ სწორედ ქარისა და მზის პროექტების განხორციელება დავაჩქაროთ”, – ამბობს თურნავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი