ახალი ამბები

ილია II-ის მხარდასაჭერად მოქალაქეები სამებაში კვირას შეკრებას გეგმავენ

1 ნოემბერი, 2019 • 2061
ილია II-ის მხარდასაჭერად მოქალაქეები სამებაში კვირას შეკრებას გეგმავენ

“უწმინდესის სიყვარულისთვის“ – ასე ჰქვია ღონისძიებას, რომელიც ორგანიზატორების თქმით, კვირას, 12 საათზე, სამების საკათედრო ტაძრის ეზოში უნდა გაიმართოს.

ინფორმაცია ამის შესახებ ფეისბუკზე ვრცელდება, უკვე შექმნილია ე.წ. ივენთიც (ღონისძიების საორგანიზაციო გვერდი).

“მთელი დღეა ვფიქრობ, როგორ მივაწვდინო სიყვარულის და თანადგომის ხმა ჩვენს უწმინდესს. მგონია, რომ უმრავლესობა თქვენგანი იგივე აზრზეა.

ვფიქრობ, შევიკრიბოთ კვირას, 12:00 საათზე, სამების ლავრის ეზოში და გამოვხატოთ ამით მშვიდად ჩვენი სიყვარული და თანადგომა ჩვენი უწმინდესის მიმართ“, – ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების წერილში.


სინოდის 31 ოქტომბრის სხდომის ოქმის თანახმად, სინოდმა მიტროპოლიტ პეტრე ცაავას, გარდა ეპარქიის მმართველობისგან და სინოდის წევრობისგან გათავისუფლებისა, აუკრძალა მღვდელმოქმედება და მონასტერში გაამწესა.

სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ განაცხადა, რომ მღვდელმთავრობიდან „მამათმავლობისა და პიდარასტული ცოდვის მხილების“ გამო გადააყენეს. როგორც მან სინოდის სხდომის დატოვების შემდეგ განაცხადა, ეს გადაწყვეტილება სინოდის თავმჯდომარემ, პატრიარქმა მიიღო.

პეტრე ცაავამ თავის კომენტარში ჟურნალისტებთან ჰომოფობიური ტერმინოლოგია გამოიყენა: „საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი… ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდს“, – განაცხადა მან

 

მასალების გადაბეჭდვის წესი