ახალი ამბები

ათონელის ქუჩაზე აშენებული რეზიდენცია ეკონომიკის სამინისტროს გადაეცემა

20 აპრილი, 2015 • • 993
ათონელის ქუჩაზე აშენებული რეზიდენცია ეკონომიკის სამინისტროს გადაეცემა

დავით შავლიაშვილის თქმით, ათონელის რეზიდენციის სარემონტო სამუშაოები დასრულებულია და ის ეკონომიკის სამინისტროს გადაეცემა. 

 

მინისტრის ცნობით, შენობა მიღებულია ექსპლუატაციაში. ის გარემონტდა, როგორც პრეზიდენტისთვის განკუთვნილი რეზიდენცია. როგორც დავით შავლიაშვილმა აღნიშნა, შენობის რემონტის პროცესში სამინისტროს მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და ყველაფერი სტანდარტების შესაბამისად არის გაკეთებული.

 

მომდევნო ეტაპი რეზიდენციის შენობის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემას გულისხმობს, რის შემდეგაც მის ფუნქციაზე საქართველოს მთავრობა იმსჯელებს.



მასალების გადაბეჭდვის წესი