ახალი ამბები

ივანიშვილი კოჟორიძესა და ეკა გიგაურზე გადაცემას მომდევნო კვირაში აანონსებს

19 აპრილი, 2015 • • 951
ივანიშვილი კოჟორიძესა და ეკა გიგაურზე გადაცემას მომდევნო კვირაში აანონსებს

“შემიძლია გავიხსენო ორი პიროვნება სამოქალაქო სექტორიდან და ჩვენ შემდეგ კვირას გვექნება გადაცემა მათზე და იქ დავამტკიცებ მტკიცებულებების სახით, გიგაური საერთაშორისო გამჭვირვალობა და კოჟორიძე, რომელიც საიას თავმჯდომარე გახლდათ… არ დაიწყონ სპეკულირება, ამ ორ ორგანიზაციას უაღრესად პატივს ვცემ და მათ ძალიან დიდი დამსახურება აქვთ ჩვენი ქვეყნის სამოქალაქო სექტორის განვითარებაში და მათ დამფინანსებლებსაც კიდევ ერთხელ მადლიერებით მოვიხსენიებ. მაგრამ ეს პიროვნებები ნაცვლად იმისა, რომ სამოქალაქო საზოგადოების გნვითარებაზე ეზრუნათ, აბსოლუტურად თანხვედრაში მოდიოდნენ იმ სიცრუესთან, რომლის ტირაჟირებასაც ნაცმოძრაობა ახერხებდა. მე მივანიშნებ იმაზე, რომ ყველას თავისი სახელი უნდა ერქვას. თუ აცხადებ, რომ აქ დგახარ, კეთილი ინებე და ეს დაიცავი, გინდა ნაცმოძრაობის წევრობა? შენი ნებაა და არავინ გიშლის ხელს. კოჟორიძემ ეს გააფორმა, როდესაც პრეზიდენტის სამსახურში გადავიდა, რომელიც ოპოზიციურ პოზიციას დიდი ხანია ამჟღავნებს. გიგაურზე შემდეგ გადაცემაში ვისაუბრებთ, როდესაც სამოქალაქო სექტრის ორწლიანი მიმოხილვა გვექნება. მივანიშნებ იმაზე, რომ ყველამ, ვისაც რა ადგილი უჭირავს საჯარო სექტორში, ვინც ტელევიზიით საუბრობს და ცდილობს საზოგადოებას შეუქმნას აზრი მომხდარ მოვლენებზე, კეთილი ინებოს და თავისი სახელი დაირქვას. ამაზე ჩვენ გვექნება რეაქციები, რეაგირება და ნურავინ გადაიტანს ან მედიაზე  ან სამოქალაქო სექტორზე ზეწოლად. თუ უნდა გიგაურს, რომ ნაცმოძრაობის აპოლოგეტი იყოს, ეს მისი ნებაა, მაგრამ ნუ გვატყუებს”, – განაცხადა ივანიშვილმა.


დღეანდელ 2030-ში ივანიშვილმა რომან გოცირიძეც გააკრიტიკა თავისი ეკონომიკური ანალიზის გამო და საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილიც. ეს უკანსკნელი ივანიშვილმა საყდრისის და პანორამა-თბილისის მოვლენების გამო დაფიქსირებული პოზიციების გამო გააკრიტიკა. ექს-პრემიერის თქმით, საზოგადოება 2030 საყდრისის და პანორამას პროექტის შესახებაც ამზადებს ფილმებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი