ახალი ამბები

ივანიშვილი: მაია ფანჯიკიძემ პრაქტიკულად ნეპოტიზმი გააფორმა

19 აპრილი, 2015 •
ივანიშვილი: მაია ფანჯიკიძემ პრაქტიკულად ნეპოტიზმი გააფორმა

“ქართული ოცნებიდან” მოვიდა ის საგარეო საქმეთა მინისტრად. როდესაც ის გადადგა, ჩემი აზრით, ეს იყო ყველაზე დიდი შეცდომა, რაც მან დაუშვა. გასაგებია, საქართველოში ნათესავებს როგორ სცემენ პატივს, ვიცით, რას ნიშნავს სიძე, ცოლის და და ასე შემდეგ, მაგრამ ამით მან ძალიან უხეში შეცდომა დაუშვა. ერთადერთი სწორი გზა იქნებოდა, რომ ის გამოსულიყო და ეთქვა, რომ მე ვარ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მე მოვედი “ქართული ოცნებიდან”… მას თავისი დამსახურება ჰქონდა, ამას ვაღიარებ, მე ვიყავი ლიდერი, მაია სხვებზე არანაკლებად შრომობდა და დავიფიცებ, რომ ალასანიასთან არანაირი კავშირის სანაცვლოდ არ დანიშნულა ის ამ თანამდებობაზე. ჩემი დასახლებული იყო, მას თავისი წვლილი შეტანილი ჰქონდა. მაგრამ როდესაც სხვა პარტიის წვრი გამოვიდა და ის გადადგა, ამით მან პრაქტიკულად ნეპოტიზმი გააფორმა. ნეპოტიზმის განმარტებას თუ ავიღებთ, ეს არის ნათესაური კავშირის პრევალირება სახელმწიფო ინტერესებზე. მან ეს პრაქტიკულად დაასაბუთა. ამან ჩემში ძალიან დიდი იმედგაცრუება გამოიწვია”, – განაცხადა ივანიშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი