ახალი ამბები

ნიკა გვარამიას დღეს ახალ ბრალს უყენებენ

1 ნოემბერი, 2019 • 1571
ნიკა გვარამიას დღეს ახალ ბრალს უყენებენ

ნიკა გვარამიას დღეს პროკურატურა ახალ ბრალს წაუყენებს. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

“სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე,

დღეს, 19:00 საათზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ახალი ბრალდების წარდგენის მიზნით, დაბარებულია ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ამავე საქმეზე ნიკა გვარამიას უკვე აქვს ბრალი წარდგენილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი