ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში კულტურული ძეგლების იუნესკოს ნუსხაში შეტანა სურთ

19 აპრილი, 2015 • • 2919
აფხაზეთში კულტურული ძეგლების იუნესკოს ნუსხაში შეტანა სურთ

“ასეთი შედევრები აფხაზეთში უამრავია. სხვა ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, აფხაზეთი უზარმაზარი კულტურული პლასტის მატარებელია. აქ ბევრი ბიზანტიური, რომაული ძეგლია. აფხაზეთი ქრისტიანობის გამავრცელებელი ქვეყანაა. ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში ანდრია პირველწოდებულმა, სიმონ კანანელმა აქ იქადაგეს. მესამე საუკუნის ბოლოდან აქ ბიზანტიური ტაძრები შენდებოდა”, – განაცხადა კობახიამ.

 

მისივე თქმით, აფხაზეთში ბევრ ძეგლს პირვანდელი სახე აქვს შენარჩუნებული.

 

“ლიხნის ტაძარი ერთ-ერთია ქრისტიანული სამყაროს იმ არცთუ ისე მრავალრიცხოვანი ტაძრებიდან, რომელსაც პირვანდელი სახე აქვს შენარჩუნებული”.

 

მისივე თქმით, ლიხნის ტაძრის გარდა იუნესკოს ნუსხაში შევიდოდა, ასევე, ბედიის ტაძარი, სოხუმის ციხესიმაგრე, ცანდრიფშის ბაზილიკა, ლაშქენდარის ტაძარი, თამარ მეფის ხიდი, ბაგრატის ტაძარი და აფხაზეთის სხვა ისტორიული ძეგლი.

 

“ნაკლებ მოსალოდნელია, რომ იუნესკო და სხვა ორგანიზაციები ან ქვეყნები შესაბამისი ყურადღებით მოეკიდონ ჩვენს ძეგლებს მანა, სანამ ჩვენ თავად არ შევცვლით ჩვენს დამოკიდებულებას ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის მიმართ”, – განაცხადა მან.

 

ოფიციალური სოხუმის ინფორმაციით, აფხაზეთში 295 ისტორიული ძეგლი არსებობს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დეპარტამენტმა კი აფხაზეთის ყველა ძეგლის ერთიანი რეესტრის შექმნისთვის მუშაობა უკვე დაიწყო.

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას
   

 

მასალების გადაბეჭდვის წესი