ახალი ამბები

სინოდის სხდომის შემდეგ პრეზიდენტმა პატრიარქთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

31 ოქტომბერი, 2019 • 1641
სინოდის სხდომის შემდეგ პრეზიდენტმა პატრიარქთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 31 ოქტომბრის საღამოს ფეისბუკზე გამოაქვეყნა მართლმადიდებელი ეკლესიის კათალიკოს-პატრიარქთან, ილია II-სთან გადაღებული ფოტო.

მას ფოტოსთვის აღწერა არ დაურთავს.

ილია II-ს მხარი დაუჭირა ყოფილმა პრემიერმა მამუკა ბახტაძემაც, რომელმაც დაწერა: „მე, როგორც ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ რიგით შვილს, მსურს, ვუსურვო უწმინდესსა და უნეტარესს მხნეობა და ჯანმრთელობა“.

სინოდის 31 ოქტომბრის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ სტატუსშეჩერებულმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ კათალიკოს-პატრიარქ ილია II-ის ჰომოსექსუალობასა და პედოფილიაზე ისაუბრა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი