ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში “მასობრივი არეულობის მომზადების” ბრალდებით დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ

17 აპრილი, 2015 • • 1105
სომხეთში “მასობრივი არეულობის მომზადების” ბრალდებით დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ

მიტინგის ორგანიზატორთა მთავარი მოთხოვნა პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივი გათავისუფლება იყო. ისინი პოლიტპატიმრებს უწოდებენ ყარაბაღში მებრძოლთა ჯგუფს, რომლის წევრებსაც 10 დღის წინ “მასობრივი არეულობების მომზადების” ბრალდება წარუდგინეს.

 

პაველ მანუკიანი, ჟირაირ სეფილიანი, ვარუჟან ავეტისიანი, გარეგინ ჩუგასძიანი და გევორქ საფარიანი, გამოძიების ვერსიით, მაშინ გამოვიდნენ ქუჩაში, როდესაც ერევანში მთელი მსოფლიოდან მაღალჩინოსნები გენოციდის 100 წლისთავის აღსანიშნავად ჩამოდიან. არეულობის გამოწვევამ კი, სამართალდამცავთა განმარტებით, შესაძლოა, ქვეყნის იმიჯი დააზარალოს. 

 

სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, სამართალდამცავები მაშინ გაათავისუფლებენ დაკავებულებს, როდესაც სტუმრები სომხეთს დატოვებენ. 

 

“სომხეთი პოლიტპატიმრების გარეშე”, “თავისუფლება ომის გმირებს”, “ძირს დამნაშავე ხელისუფლება!” – ამ ლოზუნგებით გაიმართა დღევანდელი აქცია, რომელიც დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში დასრულდა. 

 

 

 

 

 

 

  მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას 
   

მასალების გადაბეჭდვის წესი