ახალი ამბები

ქუთაისის ეპარქიას მიტროპოლიტი იოანე უხელმძღვანელებს

31 ოქტომბერი, 2019 • 1869
ქუთაისის ეპარქიას მიტროპოლიტი იოანე უხელმძღვანელებს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილებით, ქუთაისის ეპარქიას მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი) უხელმძღვანელებს.

მანამდე მიტროპოლიტი იოანე რუსთავისა და მარნეულის ეპარქიას ხელმძღვანელობდა, თუმცა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტ კალისტრატეს გარდაცვალების შემდეგ ეპარქიაში დროებით მმართველი იყო.

საპატრიარქოს საიტზე მითითბული ბიოგრაფიის მიხედვით, ეპისკოპოსი იოანე რუსთავისა და მარნეულის ეპარქიას 2009 წლიდან მართავდა, 2010 წელს კი ილია მეორემ მთავარეპისკოპოსის წოდებით დააჯილდოვა და დანიშნა რუსთავისა და მარნეულის მმართველ მღვდელმთავრად.

2011 წლის 28 აგვისტოს პატრიარქმა რუსთავისა და მარნეულის მთავარეპისკოპოსი იოანე მიტროპოლიტის წოდებით დააჯილდოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი