ღარიბაშვილის თქმით, ფონდის საქმიანობას უკვე შეუერთდა 240 საჯარო უწყების 40 000-ზე მეტი თანამშრომელი და 17 კერძო კომპანია.

 

„ეს არის სოლიდარული საზოგადოებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ცივილიზებული სახელმწიფო და საზოგადოება გვერქვას. 9 თვის განმავლობაში ფონდში 2 მილიონ  400 ათასი ლარის მობილიზება გახდა შესაძლებელი, რითაც პირველ ეტაპზე პრაქტიკულად გადაიჭრა 22 წლამდე ონკოლოგიური ავადმყოფების მკურნალობისათვის ფინანსური პრობლემა. დღეისთვის  დამტკიცებულია 86 ბავშვისა და ახალგაზრდის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სრული დაფინანსება. უკვე არსებობენ კონკრეტული ბავშვები და ახალგაზრდები, რომელთა მკურნალობაც ფონდმა დააფინანსა და მათი სიცოცხლე გადაარჩინა,“– განაცხადა პრემიერმა.

 

მისივე თქმით, ფონდში მობილიზებული თანხები არ არის საკმარისი იმისათვის, რომ  ყველა იმ ბავშვის და ახალგაზრდის მკურნალობა დაფინანსდეს, რომელთა სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრება.

 

„ამიტომ უნდა მოვუწოდოთ ყველას, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ფონდის საქმიანობაში უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად, რაც ძალიან მნიშვნელობანია  იმ კუთხითაც, რომ ეს არის კონკრეტული ნაბიჯები სოლიდარული სახელმწიფოს შექმნისკენ”. 

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *