ახალი ამბები

მიტროპოლიტი ნიკოლოზი: იძულებული გავხდით, მეუფე პეტრე ხელით გაგვეყვანა სხდომიდან

31 ოქტომბერი, 2019 • 1585
მიტროპოლიტი ნიკოლოზი: იძულებული გავხდით, მეუფე პეტრე ხელით გაგვეყვანა სხდომიდან

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი აცხადებს, რომ სინოდის წევრებმა პეტრე ცაავა სხდომიდან ხელით გაიყვანეს:

“ისე მოიქცა წმინდა სინოდის სხდომაზე და ისე უხამსად მოიქცა, ჩვენ იძულებული გავხდით, რომ ხელით გაგვეყვანა წმინდა სინოდის სხდომიდან, ხელი მოგვეკიდა და გაგვეყვანა… უხამსობა, უხამსი სიტყვებით ილაპარაკა. ფაქტია, რომ ის მოიქცა ისე, რომ მთელი სინოდი იყო საუბარი. ვუხსნიდით, შურაცხყოფის მიყენება, ეს არ არის მხილების ფორმა საერთოდ ადამიანისთვის, მით უმეტეს, სასულიერო პირისა და პატრიარქისთვის. არ არის არც მხილების ფორმა და არც საერთოდ არანაირად გამართლებული საქციელი. ჩვენ ვცდილობდით ეს აგვეხსნა.

საერთოდ მხილება განსხვავდება ცილისწამებისგან იმით, რომ მხილებისას ჯერ არგუმენტები იქნება წარმოდგენილი და მერე დასკვნა იქნება გაკეთბული. ცილისწამებაა, როცა ჯერ ამბობ და მერე ჰპირდები საზოგადოებას და სინოდს, რომ არგუმენტები იქნება წარმოდგენილი. მეუფე პეტრემ ამ წლების დანმავლობაში არაერთხელ მიაყენა პატრიარქს შეურაცხყოფა და ეს გაგრძელდა დღესაც”,- ამბობს მიტროპოლიტი სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ.

მოგვიანებით ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში პეტრე ცაავამ მიტროპოლიტი სიცრუეში დაადანაშაულა და თქვა, რომ სინოდის სხდომიდან ამ ფრომით არ გაუყვანიათ.


ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა აცხადებს, რომ მღვდელმთავრობიდან “მამათმავლობისა და პიდარასტული ცოდვის მხილების” გამო გადააყენეს. როგორც მან სინოდის სხდომის დატოვების შემდეგ განაცხადა, ეს გადაწყვეტილება სინოდის თავმჯდომარემ, პატრიარქმა მიიღო.

“საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი… ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდს”, – განაცხადა პეტრემ,

პეტრე ცაავამ თავის კომენტარში ჟურნალისტებთან ჰომოფობიური ტერმინოლოგია გამოიყენა.

მასალების გადაბეჭდვის წესი