ახალი ამბები

“მეუფე იაკობმა შენდობა ითხოვა, მას გაფრთხილება მიეცა” – ეპისკოპოსი საბა

31 ოქტომბერი, 2019 • 1047
“მეუფე იაკობმა შენდობა ითხოვა, მას გაფრთხილება მიეცა” – ეპისკოპოსი საბა

“მეუფე იაკობმა შენდობა ითხოვა სინოდის წინაშე”, – ეს განცხადება სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მისმა წევრმა, ეპისკოპოსმა საბამ გააკეთა.

მისი თქმით, მიტროპოლიტი იაკობი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ქორეპისკოპოსის თანამდებობა დატოვა, ბოდბის ეპარქიაში რჩება.

“მეუფე იაკობთან დაკავშირებით მან ითხოვა შენდობა სინოდის წინაშე და მას მიეცა გაფრთხილება. ის რჩება ეპარქიის მმართველად”, – განაცხადა ეპსიკოპოსმა საბამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი