ახალი ამბები

მეუფე პეტრეს სკანდალური განცხდება არის დაუსაბუთებული ბრალდება – ეპისკოპოსი საბა

31 ოქტომბერი, 2019 • 1420
მეუფე პეტრეს სკანდალური განცხდება არის დაუსაბუთებული ბრალდება – ეპისკოპოსი საბა

“მეუფე პეტრეს სკანდალური განცხდება არის დაუსაბუთებული ბრალდება, მან უნდა დაასაბუთოს ეს. ადამიანმა შეიძლება ყველაფერი თქვას, მაგრამ როდესაც არ აქვს მტკიცებულება, ეს არის ცილისწამება და ბრალდება”, – ეს განცხადება სინოდის წევრმა, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა გააკეთა.

“როდესაც მისი საკითხის განხილვა ხდებოდა, ჩვენ ვცდილობდით, რომ მას გამოეთქვა სინანული, რადგან მღვდელმთავარმა, თუკი ეკლესიაში პრობლემებია, უნდა ისაუბროს სინოდზე. მან დაარღცვია ეს კანონიკური მხარე, როდესაც საჯაროდ მიდის საუბარი, თან ბრალდებები. ჩვენგან იყო მისდამი მოთხოვნა, რომ შენდობა ეთხოვა”, – განაცხადა ეპისკოპოსმა საბამ.

მისი თქმით, სინოდის წევრებმა გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს ყველა საკითხზე, მათ შორის მიტროპოლიტ პეტრე ცაავას თემაზე.

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა აცხადებს, რომ მღვდელმთავრობიდან “მამათმავლობისა და პიდარასტული ცოდვის მხილების” გამო გადააყენეს.

როგორც მან სინოდის სხდომის დატოვების შემდეგ განაცხადა, ეს გადაწყვეტილება სინოდის თავმჯდომარემ, პატრიარქმა მიიღო.

“საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი… ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდს”, – განაცხადა პეტრე ცაავამ.

პეტრე ცაავამ თავის კომენტარში ჟურნალისტებთან ჰომოფობიური ტერმინოლოგია გამოიყენა.

მასალების გადაბეჭდვის წესი