“ძალიან ხშირად ამ აქციას ფუთავენ როგორც პრორუსულ აქციას, ეს არ არის პრორუსული აქცია. რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა აქვს ისეთ ქვეყანას, როგორიცაა უკრაინა, რომელიც საომარ ვითარებაშია რუსეთთან. მსოფლიოში ძალიან ბევრი მაგალითია, როდესაც დიპლომატიური ურთიერთობები არ წყდება საომარი მოქმედებების დროსაც კი”,–ამბობს არჩილ ჭყოიძე, კოალიცია “ევრაზიული არჩევანი – საქართველოს ” ხელმძღვანელი.

 

ისინი ასევე ითხოვენ ხელახალი რეფერენდუმის ჩაბარებას და აცხადებენ, რომ 2008 წელს ჩატარებული პლებისციტი გაყალბდა.

 

” ჩვენ ვთვლით, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობას არ სურს ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება. მით უმეტეს, არავინ არ იღებს საქართველოს. ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ყველაზე მისაღები არის ფინეთის ტიპის ნეიტრალიტეტი. იგი არ არის გაწევრიანებული არც ერთ სამხედრო ბლოკში და ასევე არ არის ევროკავშირის წევრი. მიუხედავად ამისა, არის ერთ-ერთი განვითარებული ქვეყანა”,- ამბობს არჩილ ჭყოიძე.

 

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) 2015 წლის მარტის კვლევის მიხედვით კი, საქართველოს მოსახლეობა კვლავ ევროპისა და დასავლეთისკენ მიისწრაფვის. ორგანიზაციის კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის 85 % მხარს უჭერს  საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ამის მსგავსად, მოსახლეობის 78 %  მხარს უჭერს საქართველოს ნატოში შესვლას.

 

კოლიცია “ევრაზიული არჩევანი”  10–მდე არასამთვრობო ორგანიზაციას აერთიანებს. კოალიციამ 2014 წლის მარტში საერთაშორისო კონფერენცია “ევრაზიული არჩევანი 2014” –ს უმასპინძლა. რომელშიც საქართველოს წარმომადგენლების გარდა მონაწილეობდნენ წარმომადგენლები  მოსკოვიდან, კიშინიოვიდან, ოდესიდან, ასტანიდან, ერევნიდან.

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *