ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსული ტურისტული კომპანიები აფხაზეთის ბაზარზე შედიან

17 აპრილი, 2015 • • 1119
რუსული ტურისტული კომპანიები აფხაზეთის ბაზარზე შედიან

შეხვედრაზ გაგრის რაიონში საკურორტო სერვისის დონის ამაღლების საკითხიც განიხილეს.

 

გაგრის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, გაგრის რაიონს დიდი საკორორტო ტრადიციები აქვს და არც ისე შორეულ წარსულში გაგრა და ბიჭვინთა საკურორტო სფეროში ეტალონებად მიიჩნეოდნენ. 

 

“რამდენადაც ჩვენი სტუმრების დიდი ნაწილი რუსეთიდან ჩამოდის, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთის ტურიზმის სააგენტოსთან თანამშრომლობა”, – განაცხადა ბარციცმა. 

 

რუსეთის ტურისტული სააგენტოს წარმომადგენლის განცხადებით, მსხვილი რუსული ტუროპერატორების აფხაზეთის ბაზარზე შესვლის მიზანი აფხაზეთის ტურისტული პროდუქტის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაა. მისივე თქმით, ტურისტული პროდუქტი ფრენას, სატრანსპორტო მომსახურებას, სასტუმროში განთავსებასა და ექსკურსიებს გაითვალისწინებს. 

 

“შესაბამისად, ჩვენ საკურორტო სერვისის დონეს ავამაღლებთ”, – აცხადებს დავიდენკო.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.  
   
   


 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი