ახალი ამბები

სწორედ პეტრეს გადაყენებით დაიწყება არნახული პრობლემები – დეკანოზი თამაზ ლომიძე

31 ოქტომბერი, 2019 • 5122
სწორედ პეტრეს გადაყენებით დაიწყება არნახული პრობლემები – დეკანოზი თამაზ ლომიძე

“საშინლად მოკლე ხედვა აქვთ. ჰგონიათ, პეტრეს გადაყენებით მოაგვარებენ პრობლემას?! სწორედ პეტრეს გადაყენებით დაიწყება არნახული პრობლემები. ეს როგორ არ გესმით?”, – ამ განცხადებას ფეისბუკზე დეკანოზი თამაზ ლომიძე ავრცელებს, რომელიც გერმანიაში მიუნხენის ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში მსახურობს.

“რამ მიიყვანა საქართელოს ეკლესია ამ უმძიმეს მდგომარეობამდე? ცალსახა პასუხია: უკონტროლო და გაუაზრებელმა პრივილეგიებმა. რადგან ჩვენი ეკლესიისთვის საუკეთესო მინდა, ვიტყვი მთელი რწმენით და პასუხისმგებლობით: ვისურვებდი ღვთის წინაშე, რომ მალე საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდეს საქმიანი და სამართლიანი პოლიტიკური ძალა, რომელიც მორჩება გარეგნულ, მონურ რევერანსებს ეკლესიის წინაშე და უმკაცრესი კონტროლის და მწვავე კრიტიკის ქვეშ ჩააყენებს ეკლესიას, რომელიც ეკლესიას კვლავ აიძულებს დაიკავოს დევნილის და ჩაგრულის პოზიცია, რომელიც ცეცხლში გავლას აიუძლებს ეკლესიას და თვითკმაყოფილებისა და უდარდელობისაგან კვლავ საბრძოლო მდგომარეობაში ჩადგომას აიძულებს მას. ზოგადად ესაა ეკლესიისთვის საუკეთსო მდგომარეობა და, როგორც ჩანს, ყველას სხვა პოზიცია განსაკუთრებით დამღუპველია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. დევნილი ეკლესია არის უძლიერესი ეკლესია”, – წერს ის ფეისბუკზე.

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ამბობს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა მღვდელმთავრობიდან გადააყენა.

ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად განუცხადა, როდესაც სინოდის სხდომა დატოვა. მიტროპოლიტის თქმით, ეს გადაწყვეტილება უპრეცედენტოა და ის ერთპიროვნულად მიიღო ილია მეორემ.

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა აცხადებს, რომ მღვდელმთავრობიდან “მამათმავლობისა და პიდარასტული ცოდვის მხილების” გამო გადააყენეს.

როგორც მან სინოდის სხდომის დატოვების შემდეგ განაცხადა, ეს გადაწყვეტილება სინოდის თავმჯდომარემ, პატრიარქმა მიიღო.

“საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი… ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდს”, – განაცხადა პეტრემ,

პეტრე ცაავამ თავის კომენტარში ჟურნალისტებთან ჰომოფობიური ტერმინოლოგია გამოიყენა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი