ახალი ამბები

წინასწარი შეფასებით, სექტემბერში ეკონომიკა 5.2%-ით გაიზარდა

31 ოქტომბერი, 2019 • 846
წინასწარი შეფასებით, სექტემბერში ეკონომიკა 5.2%-ით გაიზარდა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2019 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.2% შეადგინა, ხოლო 2019 წლის III კვარტლის რეალური ზრდა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.7%-ით განისაზღვრა.

ამასთან, 2019 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო რეალური ზრდა 5%-ს შეადგენს.

2019 წლის სექტემბერში ზრდა შეინიშნებოდა მშენებლობაში, ტრანსპორტში, ვაჭრობაში, სასტუმროებსა და რესტორნებში, დამამუშავებელ მრეწველობაში, კლება კი დაფიქსირდა სამთო-მოპოვებით მრეწველობაში და კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევის დარგში.

სექტემბერში 4 014 ახალი კომპანია დარეგისტრირდა. ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა კი, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 15.7%-ით გაიზარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი