ახალი ამბები

ფოთთან ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

31 ოქტომბერი, 2019 • 526
ფოთთან ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელიც ფოთსა და ხობს შორის მოხდა, ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილი იყო სატვირთო მანქანის მძღოლი.

როგორც საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოში ამბობენ, ავარიის შემდეგ მძღოლი კონტაქტური იყო, თუმცა, ოპერაციის სირთულის გამო, მისი მანქანიდან გამოყვანა დიდხანს გაგრძელდა. ის თავდაპირველად ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ნეტგაზეთის ინფორმაციით, ფოთის საავადმყოფოში მძღოლის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც მისი გადაყვანა ქუთაისის საავადმყოფოში სცადეს, თუმცა რეანომობილში გარდაიცვალა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი