“ბიზნესოპერატორებიდან აღებული მზა  კულინარიული ნაწარმის ნიმუშები ხორცის სახეობრივი კვლევისთვის, კერძოდ, ცხენის ხორცის იდენტიფიკაციისთვის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში გადაიგზავნა. კვლევის შედეგად შპს-ში „ყაზბეგის რესტორანი ველიამინოვზე“ აღებულ ხინკლისა და აფხაზურას ორ ნიმუშში ცხენის ხორცია იდენტიფიცირებული”,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის, 65-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შპს „ყაზბეგის რესტორანი ველიამინოვზე“  1000 ლარით დაჯარიმდა და აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქმე სამართალდამცავ ორგანოებს  გადაეგზავნა. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *