“ბიზნესოპერატორებიდან აღებული მზა კულინარიული ნაწარმის ნიმუშები ხორცის სახეობრივი კვლევისთვის, კერძოდ, ცხენის ხორცის იდენტიფიკაციისთვის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში გადაიგზავნა. კვლევის შედეგად შპს-ში „ყაზბეგის რესტორანი ველიამინოვზე“ აღებულ ხინკლისა და აფხაზურას ორ ნიმუშში ცხენის ხორცია იდენტიფიცირებული”,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის, 65-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შპს „ყაზბეგის რესტორანი ველიამინოვზე“ 1000 ლარით დაჯარიმდა და აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქმე სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნა.





