ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ხაჯიმბა: აფხაზეთი იყო და რჩება დამოუკიდებელ სახელმწიფოდ

17 აპრილი, 2015 • • 939
ხაჯიმბა: აფხაზეთი იყო და რჩება დამოუკიდებელ სახელმწიფოდ

ამის შესახებ აფხაზეთის პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ მოსკოვში, აფხაზურ დიასპორასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

 

აფხაზურ დიასპორასთან შეხვედრა რაულ ხაჯიმბას მოსკოვში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგა. 

 

2014 წლის ნოემბერში რუსეთმა და აფხაზეთმა ხელი მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტიორობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს. ხელშეკრულება ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების სივრცის, მათ შორის გაერთიანებული სამხედრო ჯგუფების შექმნას ითვალისწინებს. ამას გარდა, შეთანხმება ითვალისწინებს აფხაზეთისთვის სოციალური სტანდარტების ამაღლების უზრუნველყოფას, მათ შორის საპენსიო უზრუნველყოფას, სამედიცინო და სოციალურ დაზღვევას, ხელფასების ზრდას და ა.შ.

 

თბილისი სოხუმსა და მოსკოვს შორის აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებას რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის ანექსიის მცდელობად აფასებს. მსგავსი კითხვები აფხაზური საზოგადოების ნაწილშიც გაჩნდა.


რაულ ხაჯიმბა, სოჭი, 24.11.2014; ფოტო: რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია
რაულ ხაჯიმბა, სოჭი, 24.11.2014; ფოტო: რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.  
   


 

მასალების გადაბეჭდვის წესი