ახალი ამბები

კალიფორნიაში ხანძარი რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას ემუქრება

30 ოქტომბერი, 2019 • 742
კალიფორნიაში ხანძარი რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას ემუქრება

კალიფორნიაში გაჩენილი ხანძარი რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას ემუქრება.  როგორც Foxnews წერს, ბიბლიოთეკა სავალდებულო ევაკუაციის ზონაში მოექცა და თანამშრომლებს ტერიტორია დაატოვებინეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მეხანძრეები და სპეცტექნიკა ბიბლიოთეკის გარშემოა მობილიზებული და ხანძრის გავრცელების პრევენციაზე მუშაობენ.

რეიგანის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა და მუზეუმი არაერთ ექსპონანტს აერთიანებს. ის აშშ-ში მოქმედ 13 საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას შორის ყველაზე დიდია და მილიონობით დოკუმენტს, ფილმს, ფოტოსა და ჩანაწერს მოიცავს. გარდა ამისა, მუზეუმში დაცულია თვითმფრინავი, რომელსაც რეიგანი პრეზიდენტობის ფროს პირადად იყენებდა.

კალიფორნიაში სტიქიას უკვე რამდენიმე დღეა ებრძვიან. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ამ დროისთვის ცეცხლის ჩაქრობას 11 სხვადასხვა ადგილზე ცდილობენ. ხანძრის ლიკვიდირებას ძლიერი ქარი და გვალვა ართულებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი