ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

LGBT აქტივისტები აზერბაიჯანში – პოლიცია აქციის გამართვის სანცვლოდ ფულს გვთავაზობდა

30 ოქტომბერი, 2019 • 1041
LGBT აქტივისტები აზერბაიჯანში – პოლიცია აქციის გამართვის სანცვლოდ ფულს გვთავაზობდა

გუნელ მევლუდი


აზერბაიჯანში LGBT ორგანიზაციებმა დღეს, 30 ოქტომბერს, გაავრცელეს განცახადება, სადაც ნათქვამია, რომ აზერბაიჯანის პოლიციამ 27-28 ოქტომბერს, სხვადასხვა დროს, თემის წარმომადგენლები დაიბარა და სხვადასხვა საფასურის  [100, 200, 300 და 800 აზერბაიჯანული მანათი] სანაცვლოდ აქციის გამართვა შესთავაზა. აქციის მთავარი “მესიჯი” კი უნდა ყოფილიყო ის, რომ “პოლიცია მათი მეგობარია და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით აზერბაიჯანში პრობლემები არ ექმნებათ”.

ორგანიზაციები, Minoriy Azerbaijan, Nefes  და LGBT Allance  შეშფოთებას გამოთქვამენ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, “პირველ რიგში, იმიტომ, რომ ეს შეთავაზება მიიღეს თემის იმ წევრებმა, ვინც არ დაუკავებიათ და არ უცემიათ 2017 წელს, როდესაც გეების მასშტაბური დევნის ფაქტები იყო ქვეყანაში”.

“ჩვენ ვწუხვართ, რომ პოლიცია და მთავრობა თემს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს”.

ორგანიზაციები მოუწოდებენ თემის წევრებს, არ აყვნენ პოლიციის პროვოკაციებს და არ დათანხმდნენ მათ შეთავაზებებს.

ზოგიერთი აქტივისტის აზრით, მსგავსი ქმედებებით, აზერბაიჯანის ხელისუფლება იმიჯის შეცვლას ცდილობს და უნდა აჩვენოს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებები დაცულია.

ამასთან დაკავშირებით საინტერესოა ის ფაქტიც, რომ თავად პრეზიდენტი ილჰამ ალიევი რამდენიმე დღის წინ ხალიჩების საქსოვ საწარმოს ეწვია, სადაც მისთვის არადამახასიათებელი ფემინისტური გამოსვლით წარდგა. მან მოუწოდა ქალებს, იმუშაონ და საკუთარი ქმრებისგან ფინანსურად დამოუკიდებლები გახდნენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი