ახალი ამბები

მარჯანიშვილზე მოზარდს დაცვის პოლიციის მანქანა დაეჯახა

30 ოქტომბერი, 2019 • 884
მარჯანიშვილზე მოზარდს დაცვის პოლიციის მანქანა დაეჯახა

თბილისში, მარჯანიშვილის მოედანზე დაცვის პოლიციის მანქანა მოზარდს დაეჯახა.

როგორც ნეტგაზეთს შსს-ში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

შსს-ს ცნობითვე, მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი