ახალი ამბები

ხუნდაძე შსს-ს მიმართავს, დასაჯონ მედპერსონალზე მოძალადე პირები

17 აპრილი, 2015 • • 972
ხუნდაძე შსს-ს მიმართავს, დასაჯონ მედპერსონალზე მოძალადე პირები

“მოძალადე, რომელიც მედპერსონალზე ხელს აღმართავს, არღვევს არა მხოლოდ მათ უფლებებს, არამედ საფრთხეში აგდებს იმ პაციენტების სიცოცხლესაც, რომელთა დასახმარებლად მიემართება სასწრაფო  სამედიცინო დახმარების ჯგუფი. ყოველგვარი ძალადობა მიუღებელია ჩვენთვის, მაგრამ განსაკუთრებულ კითხვებს ბადებს მედპერსონალზე განხორციელებული ძალადობა, რომლებიც დღე-ღამის განმავლობაში ადამიანის სიცოცხლის გადასრჩენად იღწვიან. მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, უმკაცრესად დაისაჯონ დამნაშავეები და შეწყდეს მედპერსონალზე ძალადობისა და შეურაცხყოფის ფაქტები. პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი მკაცრ კონტროლზე აიყვანს ამ საკითხს და მაქსიმალურად დაიცავს ჩვენი კოლეგების უფლებებს”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.


თბილისის სასწრაფო დახმარების ცენტრის ცნობით, მიმდინარე თვეში პაციენტის ახლობლების მიერ სასწრაფოს თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი მეორედ დაფიქსირდა. 


დიმიტრი ხუნდაძე; ფოტო: პარლამენტი
დიმიტრი ხუნდაძე; ფოტო: პარლამენტი

მასალების გადაბეჭდვის წესი