ახალი ამბები

ფარნაოზ ჭკადუა პოლონეთში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს

30 ოქტომბერი, 2019 • 3893
ფარნაოზ ჭკადუა პოლონეთში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს

ფარნაოზ ჭკადუა, რომელიც ფეისბუკზე ანტისამთავრობო გვერდებს მართავდა, პოლონეთში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ავრცელებს.

“პოლონეთის ემიგრაციის სამსახურს მივეცი ჩვენება ფარნაოზ ჭკადუასთვის პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე. ფარნაოზ ჭკადუა აქტიური ნაციონალია ფბ ზე, რამდენიმე ყველაზე აქტიური გვერდის ადმინისტრატორია და შარშან, საპრეზიდენტო არჩევნებზე აქტიურობისას, ივანიშვილის ხელისუფლებამ განაჩენი გამოუტანა და 4 წელი მიუსაჯეს “ჩხუბში” მონაწილეობისთვის.

ფარნაოზი ერთ-ერთი ყველაზე წესიერი ადამიანია, ვისაც ვიცნობ. სამწუხაროა, რომ ასეთ ადამიანებს საკუთარ ქვეყანაში თავისუფლად სიარული არ შეუძლიათ. ეს სიტუაცია მალე შეიცვლება. საქართველოში უნდა გათენდეს”, – წერს სააკაშვილი.

ვრცლად ფარნაოზ ჭკადუაზე წაიკითხეთ აქ

სააკაშვილი აღიარებს, რომ არჩევნებზე ყალბი ამბების გვერდებს მისი მხარდამჭერები ქმნიდნენ

მასალების გადაბეჭდვის წესი