ახალი ამბები | , ,

ივანიშვილის გამო არ განვითარდა წყალტუბო და ახლა აპირებს, $700 მლნ უფასოდ ჩაიგდოს ხელში

29 ოქტომბერი, 2019 | | 777
ივანიშვილის გამო არ განვითარდა წყალტუბო და ახლა აპირებს, $700 მლნ უფასოდ ჩაიგდოს ხელში

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, წყალტუბოს განვითარების პროექტი სწორედ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ შეაჩერა, ახლა კი ბიძინა ივანიშვილი აპირებს, 700 მილიონი დოლარის ღირებულების ქონება უფასოდ ჩაიგდოს ხელში.

ივანიშვილის მიერ წყალტუბოს რეაბილიტაციის დაანონსებას ექს-პრეზიდენტი Facebook-ში ვიდეომიმართვით ეხმაურება.

“2009 წელს დავიწყე წყალტუბოს განვითარება, დევნილებს ახალი ბინები ავუშენეთ და შემდეგ უკვე დავიწყეთ სანატორიუმების განვითარება, რომ ამავე დევნილებს ჰქონოდათ სამუშაო წყარო. მე სპეციალურად ვიმოგზაურე მარაკეშში, მსოფლიოს ყველაზე ცნობილი სასტუმრო “მამუნიას” ზუსტი ასლი ავიღეთ და მას ვაშენებდით ყოფილი სანატორიუმ “შახტიორის” ადგილზე. პარკში, რომელიც მსოფლიო ბანკის პროექტით გავაკეთეთ, ბადენ-ბადენის ცნობილი აბანოების ზუსტ ასლს ვდგამდით, ოღონდ გაუმჯობესებულს. გვქონდა პროექტი პრაქტიკულად ყველა სხვა ტურისტულ ობიექტზე და ძირითადი ნაწილი უნდა დასრულებულიყო 2013 წლის ბოლომდე და დანარჩენი – მაქსიმუმ 2 წელიწადში. ივანიშვილი მოვიდა, ყველაფერი გააჩერა. ვერ გააჩერა ერთადერთი მსოფლიო ბანკის დაკონტრაქტებული პარკი. მან მოკლა ქუთაისის პარლამენტი და წყალტუბო არის გაგრძელდება სწორედ პარლამენტის კომპლექსის”, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, დღეს იგივე ივანიშვილი, რომლის გამოც არ განვითარდა წყალტუბო, აპირებს უფასოდ ხელში ჩაიგდოს ქონება, რომლის საწყისი ფასი მინიმუმ $700 მლნ დოლარია.

“700 მილიონ დოლარს აცლის საქართველოს ჯიბიდან და იდებს საკუთარი ოჯახის ჯიბეში. ასეთი მასშტაბური ძარცვა საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა არცერთი დამპყრობლის მიერ”, – დასძინა სააკაშვილმა.

წყალტუბოში 22 სასტუმროსა და 9 აბანოს გამოვისყიდი და რეაბილიტაციას დავიწყებ – ივანიშვილი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი