ახალი ამბები

ლაგოდეხში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს

16 აპრილი, 2015 •
ლაგოდეხში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს

გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში, ურთიერთშელაპარაკებისას, 21 წლის ჯოშგუნ ა-ს ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ჯოშგუნ ა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა რანთიგ ა. მომხდარიდან ორ საათში, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ფონაში დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

მასალების გადაბეჭდვის წესი