ახალი ამბებიტექნოლოგიები

“პროსერვისის” თქმით, კიბერთავდასხმის ძირითადი მიზეზი ცნობილია, თუმცა ჯერ არ ამხელს

29 ოქტომბერი, 2019 • 17371
“პროსერვისის” თქმით, კიბერთავდასხმის ძირითადი მიზეზი ცნობილია, თუმცა ჯერ არ ამხელს

კომპანია “პროსერვისი” აცხადებს, რომ სახელმწიფო უწყებებთან ერთად მუშაობს 28 ოქტომბრის მასშტაბური კიბერთავდასხმის შედეგების აღმოსაფხვრელად. ჰაკერებმა სწორედ აღნიშნული კომპანიის სერვერებს შეუტიეს, რის შედეგადაც, 2 ათასამდე ქართული ვებსაიტი გაითიშა. გათიშულ ვებსაიტებს შორის იყო როგორც სამთავრობო უწყებების, ისე სასამართლოს, მედიის, არასამთავრობოებისა და კერძო კომპანიების ვებსაიტები.

“ამ ეტაპისთვის კომპანია აგრძელებს მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერ უსაფრთოხების დეპარტამენტთან, მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან და დარგის წამყვან სპეციალისტებთან ერთად და ინციდენტის ძირითადი მიზეზი უკვე იდენტიფიცირებულია. თუმცა, მიმდინარე საგამოძიებო სამუშაოებიდან გამომდინარე, სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი”, – ნათქვამია “პროსერვისის” 29 ოქტომბრის განცხადებაში.

კომპანიის თქმით, მათ სერვერებზე თავდასხმა 28 ოქტომბერს, გამთენიისას განხორციელდა. 29 ოქტომბრის ღამის 3 საათზე კი უკვე აღდგენილი იყო “პროსერვისის” ჰოსტინგზე არსებული ყველა საიტი. ჰოსტინგ კომპანია ამ ეტაპზე უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი