ბოლო შემთხვევა, ცენტრის ცნობით, დღეს, 16 აპრილს, ღამის საათებში მოხდა, როდესაც სასწრაფოს ბრიგადას პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავდა.
“გადაყვანის დროს გზაზე სასწრაფოს მანქანას სხვა ავტომობილი აედევნა და მოძრაობაში ხელს უშლიდა, ფაქტიურად გზა გადაუკეტა. საბოლოოდ, როგორც გაირკვა, პაციენტის ახლობლები აღმოჩნდნენ, რომლებმაც დანიშნულების ადგილზე, კერძოდ, მეხუთე რეფერალურ საავადმყოფოსთან სასწრაფოს მძღოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს”, – ამბობს ცენტრის პრესსამსახურის უფროსი, ნათია გედენიძე.
მისივე თქმით, სასწრაფოს თანამშრომლებმა 112-ში დარეკეს და პოლიცია გამოიძახეს.
შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე ცემის მუხლით [სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლი] გამოძიება მიმდინარეობს.
სასწრაფოს თანამშრომლის ცემის ფაქტი 3 აპრილსაც დაფიქსირდა.
გედენიძის ინფორმაციით, მაშინ სასწრაფო ფეხის ტრავმის მიზეზით გამოიძახეს.
“ბრიგადის თანამშრომლები პაციენტს კითხვებს უსვამდნენ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ჩივილები ჰქონდა პაციენტს. როგორც ჩანს, პაციენტის ახლობლებმა ამ კითხვებმა გააღიზიანა და თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს”, – ამბობს გედენიძე.

