09:00 – ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თინათინ ხიდაშელის შეხვედრა გერმანიის ბუნდესტაგის წევრებთან: დოქტორ მარტინ პეცოლდისთან – ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის CDU/CSU-ფრაქციის მომხსენებელი საქართველოსა და სომხეთის თემებზე და ტანკრედ შიპანსკისთან – ბუნდესტაგის CDU/CSU-ფრაქციის წევრი (ბაგრატოვანთა დარბაზი)
09:30 საათზე, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ცენტრი (EMCDDA) იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლობით კონფერენციას გამართავს. მის:პოლიტკოვსკაიას ქ. №5 (საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი)
11 საათზე, შსს-ს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ტექნოლოგიური ინოვაციების და სწავლების ცენტრი გაიხსნება.
11:00 იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა (ქუთაისი, დარბაზი N304)
11:00 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ტურიზმის მე-17 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნება, რომლის ფარგლებშიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, უკვე მესამედ, ტრადიციული ქართული ხალხური რეწვის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
11:00 საათზე, “პირველ პრესკლუბში” უფლებადამცველები გრიგოლ გაგნიძე და მამუკა ტუსკაძე პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: რატომ აცხადებენ პატიმარი ქალები შიმშილობას პროტესტის ნიშნად.
11:00-ზე – არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის“ ხელმძღვანელი გურამ ადამაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: რა თანხები იხარჯებოდა პრემიების სახით, სახელწიფო ბიუჯეტიდან ვარდების რევოლუციიდან დღემდე?
11:30 საათზე,”პირველ პრესკლუბში” არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი სოსო შატბერაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: სააკაშვილის აზერბაიჯანში დაგეგმილი ვიზიტი და მოთხოვნა საქართველოს საგარეო უწყებას.
11:30-ზე რატი ამაღლობელი, დათო ტურაშვილი, გაგი ნახუცრიშვილი და ლევან რამიშვილი „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ვეფხისტყაოსნის საერთაშორისო ინსტიტუტის იდეის პრეზენტაცია.
12:00 – დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა (ქუთაისი, დარბაზი №306)
12:00 საათზე,”პირველ პრესკლუბში” საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრები პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: კომიტეტი ემიჯნება პოლიტიკურ პარტიებს და სამოქალაქო პლატფორმიდან აგრძელებს მოღვაწეობას, 15 აპრილს კაზრეთში მომხდარი ინციდენტი.
16:00 – ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის შეხვედრა ქ. ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის მიერ განხორციელბულ პროექტში “ახალგაზრდა ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა” მონაწილეებთან (ქუთაისი, საკონფერენციო დარბაზი)





