პარაცეტამალო საყოველთაოდ პოპულარული ტკივილგამაყუჩებელია, თუმცა კვლევა აჩვენებს, რომ ტკივილთან ერთად მედიკამენტი სიამოვნების გრძნობასაც კლავს,- წერს გამოცემა “გარდიანი”.
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ პარაცეტამოლს, იგივე აცეტამინოფენს, მეტი შეუძლია, ვიდრე ფიზიკური ტკივილის შემსუბუქებაა. მანამდე ჩატარებულმა კიდევ ერთმა კვლევამ დაადასტურა, რომ ის ადამიანები, ვინც პრეპარატს ღებულობს, ნაკლებად გრძნობენ “ემოციურ ტკივილს”. ბოლო კვლევის თანახმად კი, რომელიც ჟურნალ “Psychological Science”- ში გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ ტკივილის გაყუჩების პარალელურად მედიკამენტმა შესაძლოა ჩვენი ემოციური ფონი და რეაქცია შეასუსტოს.
კვლევის ფარგლებში 82 სტუდენტს 1000 მგ-იანი აცეტამინოფენი და პრეპარატის მსგავსი პლაცებო აბი მისცეს. ერთი საათის შემდეგ სტუდენტებს 40 ფოტოს დათვალიერება სთხოვეს, რომლებსაც ძლიერი ემოციური რეაქცია უნდა გამოეწვია, რადგან მათზე შიმშილისგან დაუძლურებული ბავშვები და პირიქით, მაგალითად, ცხოველებთან მოთამაშე ბავშვები იყვნენ გამოსახული.
სტუდენტებს თხოვდნენ შეეფასებინათ ფოტოები პლუს და მინუს ნიშნით -5 +5 ბალიან შკალაზე. შედეგების თანახმად, იმ სტუდენტებმა, რომლებმაც მიიღეს პარაცეტამოლი, ნაკლები ინტენსივობის ემოციური რეაქცია აჩვენეს – ბედნიერ სურათები მათთვის ნაკლებად პოზიტიურად აღიქმებოდა, ხოლო ნეგატიური ფოტოები მათში ნაკლებ აღელვებას იწვევდა.
“მათ, ვინც მიიღეს პარაცეტამოლი, ვერ აჩვენეს ემოციური რეაქციის ის ინტენსივობა, რაც აჩვენეს იმ პირებმა, რომლებმაც პლაცებო აბი მიიღეს”,- ამბობს ბალდვინ ვეი, კვლევის თანაავტორი.
მიუხედავად ამისა, ჯგუფებს შორის ემოციური რეაქცის მაჩვენებელებს შორის სხვაობა არ არის დიდი. იმ სტუდენტების ემოციური პასუხი, რომლებმაც პლაცებო აბი მიიღეს, 6.76 ქულით შეფასდა, ხოლო იმ სტუდენტების ემოციური მაჩვენებელი, ვინც პარაცეტამოლი მიიღო, 5.85 ქულით.
კვლევის ავტორები ამბობენ, რომ დაგეგმილი აქვთ იკვლიონ სხვა ტკივილგამაყუჩებლების, როგორიცაა ასპირინი, იბუფროფენი, გვერდითი ეფექტები.





