ახალი ამბები

კურტ კობეინის მწვანე ჟაკეტი აუქციონზე 334 000 დოლარად გაიყიდა

29 ოქტომბერი, 2019 • 885
კურტ კობეინის მწვანე ჟაკეტი აუქციონზე 334 000 დოლარად გაიყიდა

ნირვანას სოლისტის, კურტ კობეინის მომწვანო-მოყვითალო ჟაკეტი, რომელიც შემსრულებელს 1993 წლის ცნობილ MTV Unplugged-ის კონცერტზე ეცვა, აუქციონზე 334 000 დოლარად გაიყიდა.

CNN-ის ცნობით, 2-დღიანი აუქციონი შაბათ-კვირას ჩატარდა.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, ცნობილი კონცერტის შემდეგ ეს ჟაკეტი არ გაურეცხავთ. როგორც ირკვევა, ეს ყველაზე ძვირადღირებული ჟაკეტია, რომელიც ოდესმე აუქციონებზე გაყიდულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი