კომისია დატოვა ფსიქოლოგმა თეა გოგოტიშვილმა. დღეისათვის კომისიას 10 წევრი ჰყავს: ჟურნალისტი ზვიად ქორიძე (კომისიის თავმჯდომარე), იურისტი ლია მუხაშავარია, იურისტი თამარ ხიდაშელი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, მწერალი, დრამატურგი ბასა ჯანიკაშვილი, რევაზ კიკნაძე, მწერალი კონსტანტინე ჯანდიერი, ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი, მწერალი გივი შაჰნაზარი და მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე).

ზემოხსენებული ცვლილების შესახებ პრეზიდენტი ბრძანებულება საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
