ახალი ამბები

თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანია დაშავებული

28 ოქტომბერი, 2019 • 540
თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანია დაშავებული

თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანია დაშავებული. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისი ენერგი ავრცელებს.

საუბარია იმ ბინის მფლობელზე, სადაც აფეთქება მოხდა. კომპანიის ცნობით, დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვას მოჰყვა. ამჟამად მოწმდება საცხოვრებელი კორპუსის მდგრადობა. მოსახლეობა ევაკურიებულია.

ნეტგაზეთს თვითმხილველმა მიაწოდა ვიდეო, სადაც აფეთქებული ბინა შემთხვევიდან რამდენიმე წუთშია გადაღებული:

[ინფორმაცია განახლდება]

მასალების გადაბეჭდვის წესი