ახალი ამბები

აფეთქება თევდორე მღვდლის ქუჩაზე – გამონგრეულია კორპუსი

28 ოქტომბერი, 2019 • 1255
აფეთქება თევდორე მღვდლის ქუჩაზე – გამონგრეულია კორპუსი

საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართული გამოინგრა. უწყება ამბობს, რომ სავარაუდოდ არიან დაშავებულები.

თვითმხილველთა თქმით, მიმდებარე ტერიტორიაზე მათ აფეთქების ხმა გაიგონეს.

სააგენტო იუწყება, რომ ადგილზე მობილიზებულნი არიან მაშველებიც.

პირდაპირი ეთერი თევდორე მღვდლის ქუჩიდან:

ნეტგაზეთს თვითმხილველმა მიაწოდა ვიდეო, სადაც აფეთქებული ბინა შემთხვევიდან რამდენიმე წუთშია გადაღებული:

[ინფორმაცია განახლდება]

მასალების გადაბეჭდვის წესი