ახალი ამბები

ნადირაშვილი: მოწვეული პროკურორები ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მილიონ ლარამდე იღებენ

15 აპრილი, 2015 •
ნადირაშვილი: მოწვეული პროკურორები ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მილიონ ლარამდე იღებენ

ირმა ინაშვილის მიერ წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფო სამი ადმიანის სახელფასო საჭიროებისთვის ყოველთვიურად ხარჯავს 35 000 დოლარს. ხოლო ერთი წლის განმავლობაში მათი შენახვა სახელწიფოს უჯდება დაახლოებით 1 მილიონი ლარი.

 

“ბიძინა ივანიშვილმა, საკუთარი ხუშტურების შესასრულებლად, იყიდა ეს ადამიანები ჩვენი ბიუჯეტის სახსრებით და ამ ყველაფერს აქვს ორი მხარე: ეს არის უზნეობა, როდესაც ბიუჯეტი არის გარღვეული, ხოლო პენსიები და ხელფასები არის შემცირებული ლარის კურსის ვარდნის გამო, და ამ ვითარებაში შენი ხუშტურების გამო ბიუჯეტიდან სამ ადამიანს უხდი ერთ მილიონს. ხოლო მეორე მხარე გახლავთ ის, რომ ამ თანხების ხარჯვა არის არაპრაგმატული, რადგან რაც არ უნდა დაწერონ ამ დაქირავებულმა პროკურორებმა, ისინი, ცხადია, ვერ შეცვლიან საერთაშორისო აზრს. ხოლო საერთაშორისო დასკვნა არის ის, რომ საქართველოში პოლიტიკურ ოპონენტებს დევნიან, ყრიან ციხეებში და არსებობს რეალობა, რომელიც თქვა საბერძნეთის სასამართლომ, რომ ახალაიაზე არის პოლიტიკური დევნა, ასევე საფრანგეთის სასამართლომ უარი თქვა კეზერაშვილის ექსტრადირებაზე. ხოლო ადეიშვილი ისე მოხსნეს ინტერპოლის ძებნიდან და წითელი ცირკულარიდან, რომ როგორც პროკურატურა აცხადებს, მათ ამის შესახებ არცკი შეატყობინეს. ასევე რეალობაა ის, რომ სააკაშვილის ინტერპოლით ძებნა საერთოდ არ განიხილება და ამაზე საქართველოს მთავრობამ მიიღო უარი”,- ამბობს ნადირაშვილი. 

 

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა მთავარ პროკურატურას. უწყების პრესსამსახურში განაცხადეს, რომ გაარკვევენ ექსპერტთა ჯგუფის წევრების ხელფასის საკითხს და დაგვიკავშირდებიან.

 

მთავარმა პროკურატურამ მაღალი თანამდებობის პირების საქმეების გამოსაძიებლად სისხლის სამართლის სპეციალისტები 2014 წლის ივლისში მოიწვია. მთავარი პროკურატურა აცხადებს, რომ მაღალი თანამდებობის პირების საქმეების გამოძიების წარმოებაზე უცხოელი სისხლის სამართლის სპეციალისტების ჩართულობა პროცესის გამჭვირვალობის საერთაშორისო სტანდარტების ამაღლებას ხელს შეუწყობს. დეტალური ინფორმაცია მოწვეული ექსპერტების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი