კომპანია, რომელიც ოპტიკური მაგისტრალური სადენების სისტემის შექმნის სამუშაოებს შეასრულებს, ვალდებული იქნება სამი წლის განმავლობაში განახორციელოს მთელი საქართველოს ცენტრალური ქსელებით უზრუნველყოფა, რის შემდეგაც უფრო მცირე ზომის პროვაიდერები მოახდენენ ინტერნეტის მიყვანას საბოლოო მომხმარებლამდე.
“აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ, ფაქტობრივად, მთელი საქართველო იქნება უზრუნველყოფილი მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების კუთხით,” – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში, სადაც აღნიშნულ საკითხებზე დაინტერესებული კომპანიების შეკითხვებს უპასუხებენ 2015 წლის 30 აპრილამდე, ხოლო განაცხადებს სამინისტრო 5 მაისამდე მიიღებს.
საბოლოოდ გამარჯვებული კომპანია სამინისტრომ 14 ივნისამდე უნდა გამოავლინოს.
