ახალი ამბები

სესიაშვილი: სირიიდან ჩვენი მოქალაქეების დაბრუნებაში თავისი როლი სპეცსამსახურებმა ითამაშეს

15 აპრილი, 2015 •
სესიაშვილი: სირიიდან ჩვენი მოქალაქეების დაბრუნებაში თავისი როლი სპეცსამსახურებმა ითამაშეს

“თუ შევადარებთ სხვა ქვეყნებს, პროცენტულად საქართველოდან ძალიან ცოტაა გასული. 30 იქნება თუ ერთი ადამიანი, რა თქმა უნდა, მაინც პრობლემაა, მაგრამ შედეგი, რაც გვაქვს, რომ მაქსიმალურად შემცირებულია მათი რაოდენობა და შევიწროვებულია ამ მიმართულებით არსებული რისკები, სწორედ სახელმწიფოს სწორი პოლიტიკის და სპეცსამსახურების სწორი მუშაობის შედეგია. მეტსაც გეტყვით, საწყის ეტაპზე ჩვენი მოქალაქეების საკმაოდ დიდი რაოდენობა იყო წასული, ბევრი თავისი ნებით დაბრუნდა, ბევრის დაბრუნებაში ხელისუფლებამ მიიღო მონაწილეობა, შესაბამისმა სპეცსამსახურებმა. ბევრი დაბრუნდა იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენ კანონპროექტი მოვამზადეთ და მათთვის ცნობილი გახდა, რომ სერიოზული სამართლებრივი პრობლემები შეექმნებოდათ”, – განაცხადა სესიაშვილმა.


რაც შეეხება იმას, თუ რაში გამოიხატება სპეცსამსახურების როლი ადამიანების სირიიდან დაბრუნების პროცესში, სესიაშვილი განმარტავს:

 

“აქ საუბარია მუშაობაზე ადგილობრივ მოსახლეობასთან, უხუცესებთან, სხვადასხვა ჯგუფთან, არასამთავრბოებთან, ოჯახის წევრებთან. სერიოზული სამუშაოები იქნა გაწეული, რაზეც ღიად ვერ ვისაუბრებთ”, – განაცხადა სესიაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი