შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ორგანიზებული ჯგუფის წევრები თბილისში, იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავეს. პოლიციის ცნობით, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ნაყაჩაღარი ოქროს ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დაკავებულები არიან 53 წლის მურმან ს, 24 წლის ბექა ს, 43 წლის ბესიკ ც, 49 წლის არკადი მ, 45 წლის ხვიჩა ა და 33 წლის ნუკრი ა.
გამოძიება ჯგუფის მიერ ჩადენილი ყაჩაღობის, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღების, დანაშაულის შეუტყობინებლობის და ყაჩაღობის ორგანიზების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე, 186-ე, 376-ე და 25-179-ე მუხლებით).
