ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთი აფხაზეთში საჯარო სექტორში დასაქმებულებს ხელფასებს გაუზრდის

14 აპრილი, 2015 • • 935
რუსეთი აფხაზეთში საჯარო სექტორში დასაქმებულებს ხელფასებს გაუზრდის

“ამ შეთანხმებაზე მუშაობა აფხაზეთსა და რუსეთს შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში დაიწყო. ხელფასების ზრდას დიდი სოციალური მნიშვნელობა აქვს და აფხაზეთსა და რუსეთს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის გასაღრმავებლად კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია”, – განაცხადა ამრა კვარანძიამ.

 

ოფიციალური ცნობითვე, აფხაზეთის სახელმწიფო სტურქტურების თანამშრომელთა ხელფასები რუსეთის სამხრეთ ფედერალური ოლქის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასებს გაუტოლდება. 

 

სახელფასო ზრდა აფხაზეთში 9 ათასზე მეტ ადამიანს შეეხება. დაფინანსების სრული თანხა 275 მილიონი რუბლია. 


ფოტო: sputnik-abkhazia
ფოტო: sputnik-abkhazia


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას
   


 

მასალების გადაბეჭდვის წესი