ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი სასაფლაოებზე გადასვლის შეზღუდვაში სადამკვირვებლო მისიას ადანაშაულებს

14 აპრილი, 2015 • • 1175
ცხინვალი სასაფლაოებზე გადასვლის შეზღუდვაში სადამკვირვებლო მისიას ადანაშაულებს

მისი განცხადებით, ჯერ კიდევ 2013 წელს სასაზღვრო ტერიტორიებზე რელიგიურ-კულტურული საკითხების გადაწყვეტილებების ძიების მცდელობისას სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის [IPRM] ფარგლებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მხარეებს მიღებული შეთანხმებების გაფორმების წარმატებული პრაქტიკა შეთავაზა. თუმცა, გაგლოითის თქმით, სადამკვირვებლო მისიას ამ დრომდე არ წამოუდგენია ამ შეთანხმებათა შესაბამისი დოკუმენტაცია.

 

ცხინვალის ოფიციალური წარმომადგენელი ამბობს, რომ სამხრეთ ოსეთის დელეგაცია, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ამ საკითხებში ყოველთვის გამოთქვამდა თანამშრომლობის სურვილს და დღესაც მზადაა მხარეებთან სახელმწიფო საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის საკითხებზე იმუშაოს.

 

ოფიციალური ცხინვალის გადაწყვეტილებით, “11-12 აპრილს აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარზე საქართველოსთან მოქალაქეთა გადაადგილება შეიზღუდა”. 

 

ამასთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გააკეთა. 


“საოკუპაციო ძალამ, სამწუხაროდ, უარი თქვა ისეთი ჰუმანიტარული ხასიათის ინიციატივაზე, როგორიცაა ქართველი დედების მიერ შვილების საფლავების მონახულება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. მსგავსი არაკონსტრუქციული დამოკიდებულება და ჰუმანიტარული საკითხების მიზანმიმართული პოლიტიზება “ზიანს აყენებს შედეგზე ორიენტირებული, ეფექტური დიალოგის წარმოების შესაძლებლობას მომავალში და მნიშვნელოვნად აფერხებს ნდობის აღდგენას ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის”,- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ. 

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას
   

მასალების გადაბეჭდვის წესი