ესენინის ქუჩის კეთილმოწყობა შპს „ზიმო 7“-მა განახორციელა, შესაბამისად, მიწისქვეშა ურნებიც ამავე კომპანიამ  დაამონტაჟა. პროექტის მთლიანი ღირებულება 260  893  ლარია.

 

კეთილმოწყობის სამსახური მიწისქვეშა ნაგავშემკრები  კონტეინერების განთავსებას ზურაბ გორგილაძის ქუჩის ბოლოშიც აპირებს.  „ამ მონაკვეთში 15 ცალი  მიწისქვეშა სანაგვე ურნა  განთავსდება“. ამჟამად ამ ნაწილის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოებს შპს „გზა“ ასრულებს და პროექტის მთლიანი ღირებულება  ერთი მილიონ 653 ათასი ლარია.   

 

მიწისქვეშა ნაგავშემკრები  კონტეინერები  შპს „სანდასუფთავება“-საც უნდა დაემონტაჟებინა ქალაქში, ამ დროისთვის 50 მიწისქვეშა კონტეინერია  შესყიდულია, თუმცა მათ დამონტაჟებაზე „სანდასუფთავებამ“  ტენდერი უკვე მეხუთედ  გამოაცხადა, რადგან ყველა ტენდერი ჩაიშალა.   რატომ არ იღებენ „სანდასუფთავების“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში კომპანიები მონაწილეობას, ორგანიზაციის ხელმძღვანელი დავით ასამბაძე ამბობს, რომ ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *