პოლიციაში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია, თუმცა შსს-ს პრესსამსახური ვერ აკონკრეტებს, რა მუხლით დაიწყო ძიება. სამაგიეროდ, შსს-ს პრესსამსახურში უკვე აცხადებენ, რომ გაუპატიურება სავარაუდოდ არ დასტურდება.
“ამას გეუბნებით წინასწარი ექსპერტიზის საფუძველზე, ბოლო სიტყვას, ცხადია, საბოლოო ექსპერტიზა იტყვის”, – გვითხრეს უწყებაში.





