“დღეს პრეზიდნეტმა გიორგი მარგველაშვილმა გამოსცა შეწყალების აქტი. დღევანდელი შეწყალების აქტის საფუძველზე პრეზიდენტმა შეიწყალა 78 მსჯავრდებული. აქედან 57 მსჯავრდებული დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, ისინი სრულად შეიწყლა პრეზიდენტმა, ხოლო 21 მსჯავდებულის სასჯელი სხვადასხვა ოდენობით შემციდრება, ზოგს გაუნახევრდა, ზოგს მოაკლდა დარჩენილი სასჯელის ერთი მესამედი”, – განაცხადა ზვიად ქორიძემ.
ქორიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კომისიამ იმუშავა 30 და 31 მარტს. კომისიამ განიხილა 460 მსჯავრდებულის საქმე.





