რეჟისორების პროტესტი უკავშირდება დოკუმენტურ ფილმს “Bakur”–ს, რომელიც თურქეთში კანონგარეშე გამოცხადებული ქურთისტანის მშრომელთა პარტიის შესახებაა.  ფილმის პრემიერა კვირას იყო დაგეგმილი, მაგრამ ფილმის ჩვენება რამდენიმე საათით ადრე ჩაიშალა, რადგან ფესტივალის ორგანიზატორებმა თურქეთის კულტურის სამინისტროსგან წერილი მიიღეს, რომ ფილმს არ ჰქონდა რეგისტრაციისათვის საჭირო სერტიფიკატი.

 

ორგანიზატორების გადაწყვეტილებას, დამორჩილებოდნენ სამინისტროს მოთხოვნას, დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. 100–ზე მეტმა რეჟისორმა, მათ შორის 2014 წლის ოქროს პალმის რტოს ლაურეატმა, რეჟისორმა ნური ბილგე ჯეილანმა გამოაქვეყნეს ღია წერილი, რომელშიც ხელისუფლება ზეწოლასა და ცენზურაში დაადანაშაულეს.

 

“ფესტივალის პროგრამა გასულ კვირას გამოქვეყნდა, სხვა ადგილობრივ ფილმებსაც არ აქვთ რეგისტრაციის სერტიფიკატი, მაგრამ ისინი უპრობლემოდ აჩვენეს. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ამ გადაწყვეტილებას, როგორც ცენზურის იარაღს”, ნათქვამია წერილში.

 

საერთო ჯამში, 23-მა რეჟისორმა ამოიღო საკუთარი ნამუშევარი ფესტივალის პროგრამიდან. ფესტივალის ორგანიზატორებმა ორშაბათს განაცხადეს, რომ საკონკურსო პროგრამა და დახურვის ცერემონია გაუქმებულია. 

 

კადრი ფილმიდან Bakur
კადრი ფილმიდან Bakur

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *